Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში

სიახლეები

ტურისტული გამოფენა „Holiday World & Region World“

ტურისტული გამოფენა „Holiday World & Region World“

14-16 მარტს, პრაღაში გაიმართა 33-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „Holiday World & Region World“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ტურისტული კომპანიები საქართველოდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან

16 იანვარს გაიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის შეხვედრა ჩეხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის ფარგლებში, 25 ნოემბერს გაიმართა ქალი ელჩების ჯგუფის შეხვედრა ჩეხეთის პარლამენტში, დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ბარბორა ურბანოვასთან.

 პიანისტის ბარბარე თათარაძის კონცერტი პრაღის მუსიკალური ფესტივალზე

პიანისტის ბარბარე თათარაძის კონცერტი პრაღის მუსიკალური ფესტივალზე

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელშეწყობით და პრაღის მუსიკალური ფესტივალის “Svátky hudby v Praze“ მოწვევით, პრაღის კონსერვატორიის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, ბარბარე თათარაძის და მსოფლიოში ცნობილი ჩეხი მევიოლინეს, ვაცლავ ჰუდეჩეკის კონცერტი პრაღის კონსერვატორიის სიმებიან ორკესტრთან ერთად.

ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული დღე

ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული დღე

საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში.

საკონსულო განყოფილება

საკონსულოში მოქალაქეთა მიღება წარმოებს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე (შაბათ/კვირის და უქმე/დასვენების დღეების გარდა) მხოლოდ წინასწარი ჩაწერის გზით. ვიზიტის ჩასანიშნად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.geoconsul.gov.ge საკონსულო საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულოს შემდეგ ნომერზე: (+420) 233 311 713. გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: (+420) 777 222 053.