Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თეა მაისურაძე

დაბადების თარიღი და ადგილი 

ქ. თბილისი. 1983 წლის 12 იანვარი 

პროფესიული გამოცდილება

2023 - დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში.

2018 - 2023 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში. 

2018 წლიდან რიგის საერთაშორისო სკოლის მრჩეველთა საბჭოს წევრი; 

2016 - 2018 - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე; 

2016 - 2018 - საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 

2015 - 2016 - საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 

2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთო-ს სამმართველოს უფროსი;

2012 წელს (აგვისტო, სექტემბერი) საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის (IVLP) მონაწილე ეუთო-ში აკრედიტებული დიპლომატებისთვის; 

2011 - 2015 - ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი; 

2009 - 2011 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთო-ს სამმართველოს მრჩეველი;

2006 - 2007 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის სტაჟიორი;

განათლება 

2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა-სამართალმცოდნეობა (მეორადი ფაკულტეტი).

2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხით.


ფლობს საერთაშორისო სერთიფიკატებს საგარეო პოლიტიკის და ადამიანის უფლებების სფეროში. 

დიპლომატიური რანგი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი