Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

მისასალმებელი სიტყვა

კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე!

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში და ხელი შევუწყო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 30 წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე,  ხალხთა შორისი მჭიდრო კავშირების გარდა, თანამშრომლობა ჩამოყალიბდა მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, თავდაცვის, კულტურის, მეცნიერების, განათლების, ტურიზმის და სხვა სფეროებში. საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ორმხრივი სამართლებრივი ბაზა, რომელიც 20-მდე საერთაშორისო ხელშეკრულებას მოიცავს, აღნიშნული თანამშრომლობის შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავების კარგ საფუძველს ქმნის.

მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების გარდა, საქართველო და ჩეხეთის რესპუბლიკა აქტიურად თანამშრომლობენ მრავალმხრივ ფორმატებში. ჩეხეთი საქართველოს მეგობარს და საიმედო პარტნიორს წარმოადგენს, რომელთანაც დემოკრატიისა და თავისუფლების ევროპული ღირებულებები გვაერთიანებს. 

ჩეხეთის რესპუბლიკა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს. საქართველოსთვის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ჩეხეთის, როგორ ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ღირებულია. 

მე და საელჩოს თითოეული თანამშრომელი ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ სათანადოდ წარმოვადგინოთ საქართველო ჩეხეთში, მხარში დავუდგეთ ქართულ დიასპორას, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

თეა მაისურაძე

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი