Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო სტუმარო,

ნება მიბოძეთ მოგესალმოთ ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ჩვენი მიზანია წარმოვადგინოთ საქართველო ჩეხეთის რესპუბლიკაში. საელჩოს საქმიანობის უმთავრეს ამოცანას საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობის გაღრმავება და გაძლიერება წარმოადგენს.

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას ისტორიულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს, საერთო ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიას, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას ეფუძნება. 

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში და ხელი შევუწყო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების გამყარებას და შემდგომ განვითარებას.

ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საელჩოს, ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და საკონსულო საკითხების შესახებ. ვებ-გვერდი ასევე მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ ინტერნეტ ბმულებს.

მსურს, მადლობა გადაგიხადოთ საელჩოს ვებ-გვერდით დაინტერესებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე და საელჩოს ყველა თანამშრომელი მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება და თანადგომა გავუწიოთ ჩეხეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ ყველას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ზრუნვა და მისი უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა გვაერთიანებს. მოხარული ვიქნები თუ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოს და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ურთერთობები ახალ ეტაპზე ავიყვანოთ.

რუსლან აბაშიძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში