Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

14-16 მარტს, პრაღაში გაიმართა 33- საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Holiday World & Region World“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ტურისტული კომპანიები საქართველოდან.

14 მარტს გამოფენის ოფიციალურ გახსნას დაესწრო ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გვანცა ბარქაია. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრმა პეტრ კულჰანეკმა, ჩეხეთის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ფრანტისეკ რეისმიულერმა და სხვა საპატიო სტუმრებმა.

„Holiday World & Region World“ არის ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ფართომასშტაბიანი გამოფენა ცენტრალურ ევროპაში, რომელსაც ყოველწლიურად 18000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს. წელს გამოფენაში 25 ქვეყანა მონაწილეობდა.

გამოფენის ვიზიტორებმა მაღალი დაინტერესება გამოიჩინეს საქართველოს ეროვნული სტენდის მიმართ, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურისტული დანიშნულებების და პროდუქტების მრავალფეროვნება.