ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის ფარგლებში, 25 ნოემბერს გაიმართა ქალი ელჩების ჯგუფის შეხვედრა ჩეხეთის პარლამენტში, დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ბარბორა ურბანოვასთან.
ჩეხ პოლიტიკოსთან, რომელიც სათავეში უდგას ქვეყანაში მიმდინარე კამპანიას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში, ელჩებმა განიხილეს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკა, ეფექტური მექანიზმები და იმსჯელეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უპირველეს ყოვლისა სკოლებში, ბავშვების ინფორმირების მნიშვნელობაზე.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ჩეხეთში რუმინეთის ელჩის, ანტოანეტა ბარტას მიერ.