Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

პიანისტის ბარბარე თათარაძის კონცერტი პრაღის მუსიკალური ფესტივალზე

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელშეწყობით და პრაღის მუსიკალური ფესტივალის Svátky hudby v Praze მოწვევით, კონცერტების ციკლის ვაცლავ ჰუდეჩეკი და მისი სტუმრები ფარგლებში, 19 ნოემბერს, პრაღის კონსერვატორიის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, ბარბარე თათარაძის და მსოფლიოში ცნობილი ჩეხი მევიოლინეს, ვაცლავ ჰუდეჩეკის კონცერტი პრაღის კონსერვატორიის სიმებიან ორკესტრთან ერთად.

ბარბარე თათარაძე მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის ფრანც ლისტის ახალგაზრდა პიანისტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ასევე ნიდერლანდების საფორტეპიანო საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის, ფრედერიკ შოპენის თბილისის კონკურსის სპეციალური ჟიურის პრიზის და ბაზელის რეინის ვარსკვლავების კონკურსის პირველი პრიზის მფლობელია.