Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და საქართველოსა და ჩეხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის აღსანიშნავი ოფიციალური მიღება

8 ივნისს, პრაღაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და საქართველოსა და ჩეხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის აღსანიშნავი ოფიციალური მიღება.
 
საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ სიტყვით მიმართა სტუმრებს. ისაუბრა საქართველოს ისტორიულ ბრძოლაზე თავისუფლების, ევროპული ღირებულებებისთვის და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და ჩეხეთის მეგობრობაზე და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერისთვის.
 
საპატიო სტუმრის რანგში საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჩეხეთის რეაპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, იაროსლავ კურფურსტმა.
ღონისძიების ფარგლებში ჩეხეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, ჯაბა გეგეშიძემ შეასრულა საქართველოს და ჩეხეთის ჰიმნები. ქართული მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს, მომღერალმა ეკა მამალაძემ და პიანისტმა, ნიკოლოზ ნიყვაშვილმა.
 
ოფიციალურ მიღებას ესწრებოდნენ ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, პრაღაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, ბიზნეს სექტორის, მედიის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.