საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რუსლან აბაშიძემ ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს რწმუნებათა სიგელები გადასცა
2026 წლის 14 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რუსლან აბაშიძემ ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს პრაღის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო განვითარების შესაძლებლობები.
საქართველოს ელჩმა გამოხატა მზაობა, აქტიურად შეუწყოს ხელი ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას.
ჩეხეთის პრეზიდენტმა საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
©Kancelář prezidenta republiky a výhradu autorského práva foto: Zuzana Bönisch
©MZV
.jpg&w=3840&q=100)