შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საკითხთა გენერალურ დირექტორთან
ა.წ. 24 აპრილს, ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სპიკერების კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საკითხთა გენერალურ დირექტორთან იაროსლავ კურფურსტთან.
მხარეებმა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგსა და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.
გამოითქვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.