Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან

2023 წლის 17 მაისს, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვლადისლავ ვილიმეცთან.
 
მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და ვიზიტების აქტიურ დინამიკაზე. ხაზი გაესვა ჩეხეთის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ევროკავშირის საქმეთა და ევროპის საქმეთა კომიტეტების საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი ვიზიტის მნიშვნელობას.
 
ამასთან, განხილულ იქნა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ქართული მხარის მიერ განხორციელებული რეფორმები, ევროკავშირის 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის კუთხით არსებული პროგრესი და ქართული მხარის მოლოდინები. დამატებით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.