Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან

2023 წლის 9 ივნისს, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მილოშ ვისტრჩილთან.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, მიმდინარე წელს დაგეგმილ ნატო-ს სამიტს, რუსეთის ომს უკრაინაში, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციას და ევროპულ უსაფრთხოებას.
 
სენატის პრეზიდენტს ელჩმა მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესზე. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.