Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან

2023 წლის 17 მაისს, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ ფიშერთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ვიზიტების გაცვლის პოზიტიურ დინამიკას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პრაღაში განხორციელებულ ვიზიტს და ასევე, ყურადღება გამახვილდა სლავკოვის ფორმატის პარლამენტების სპიკერების საქართველოში დაგეგმილ ერთობლივ ვიზიტზე.

ელჩმა შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, განხორციელებულ რეფორმებზე და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკას, ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გავლენას რეგიონის უსაფრთხოებაზე.