შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან
2023 წლის 19 მაისს, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ონდრჟეი ბენეშიკთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ვიზიტების გაცვლის პოზიტიურ დინამიკას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჩეხეთის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ევროკავშირის საქმეთა და ევროპის საქმეთა კომიტეტების საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი ვიზიტის მნიშვნელობას.
ამასთან, განხილულ იქნა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ქართული მხარის მიერ განხორციელებული რეფორმები, ევროკავშირის 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის კუთხით არსებული პროგრესი და ქართული მხარის მოლოდინები. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.
დამატებით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.