ჩეხეთის რესპუბლიკის ნატო-ში გაწევრიანების 25 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია
12 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ მონაწილეობა მიიღო პრაღის სასახლეში, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) ჩეხეთის რესპუბლიკის გაწევრიანების 25 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა, პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ. საიუბილეო თარიღის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში, ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ს 42-ე პრეზიდენტი, ბილ კლინტონი და ნატოს გენერალური მდივანი (1999-2003 წლებში), ჯორჯ რობერტსონი.
კონფერენციაზე განხილულ იქნა ჩეხეთის ნატო-ში გაწევრიანების ისტორიული ასპექტები და ალიანსის წამყვანი როლი უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხში, თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. დიდი ყურადღება დაეთმო რუსეთის ომს უკრაინაში და უკრაინის დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას.