საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვედრა ევროპის საკითხებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორთან, იაროსლავ კურფურსტთან
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 9 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ევროპის საკითხებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორთან, იაროსლავ კურფურსტთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ევროინტეგრაციის, მათ შორის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.