შეხვედრა ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან
2023 წლის 30 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან, მარტინ პოსპიშილთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დადებით დინამიკას, განხილული იქნა სამომავლო პერსპექტივები. ჩეხეთის მხარის წარმომადგენლის მიერ ხაზი გაესვა საქართველოსთან ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ ინტერესს.
საქართველოს ელჩმა დეპარტამენტის დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებზე და აღნიშნულ პროცესში ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას.