საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვედრა ჩეხეთის პარლამენტში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 10 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრები გამართა ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ პაველ ფიშერთან და ჩეხეთის პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იაროსლავ ზაიჩეკთან. შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები.