ტერეზინის გათავისუფლების 80 წლისთავი
18 მაისს, საქმეთა დროებითი რწმუნებული გვანცა ბარქაია დაესწრო ტერეზინის გათავისუფლების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და ნაცისტური ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, გვირგვინით შეამკო ტერეზინის მემორიალი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთის პრეზიდენტი, სენატის პრეზიდენტი, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ჩეხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.