Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გაცნობითი შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ევროპის მიმართულების ახლადდანიშნულ გენერალურ დირექტორთან

25 სექტემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ევროპის მიმართულების ახლადდანიშნულ გენერალურ დირექტორთან, იაკუბ კარფიკთან.

საქართველოს ელჩმა გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მიმოიხილა საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

იაკუბ კარფიკმა თავის მხრივ, ხაზი გაუსვა და დაადასტურა ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიმართ.

გამოითქვა აქტიური თანამშრომლობის და საქართველო-ჩეხეთის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ორმხრივი მზადყოფნა.