Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იან მარიანთან

ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 9 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იან მარიანთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მტკიცე მხარდაჭერა.