საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვედრა ჩეხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ევროპულ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან, შტეფან ჩერნისთან
ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 9 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა ჩეხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ევროპულ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან, შტეფან ჩერნისთან.
შეხვედრის მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი. ჩეხეთის მხარის წარმომადგენლის მიერ, შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ ჩეხეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.