შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, იანა ჰინკოვასთან
6 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ შეხვედრა გამართა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, იანა ჰინკოვასთან. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩეხეთის მხარის წარმომადგენლის მიერ, შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროკავშირის გაფართოების და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე მხარდაჭერა