საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
პროექტის მიზანი:
- ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
- მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
- საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
- საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
- საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
- საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
- საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
- სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/GeoinCzechRepublic
