Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ელჩის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ირჟი კოზაკთან

16 აგვისტოს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ირჟი კოზაკთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. აღინიშნა ორმხრივი თანამშრომლობის პროცესში ვიზტების გაცვლის აქტიური დინამიკა და მისი მნიშვნელობა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ქართული მხარის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას. მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპული უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გავლენა რეგიონის უსაფრთხოებაზე.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შეხვედრის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დაუდასტურა ელჩს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისადმი.