საერთაშორისო კონფერენცია „Europe as a Task”
12-13 მაისს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ჩეხეთის წამყვანი ანალიტიკური და კვლევითი ინსტიტუტების (AMO, EUROPEUM, IIR) ორგანიზებით, პრაღაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „Europe as a Task”. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გვანცა ბარქაია.
12 მაისს, პრაღის სასახლეში კონფერენცია გახსნა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა. 13 მაისს, კონფერენციის სამუშაო დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეკრებილ პირებს მიმართა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.
ორი დღის განმავლობაში მიმდინარე დისკუსიების ფარგლებში, ყურადღება დაეთმო ევროპის თავდაცვის და უსაფრთხოების, აგრეთვე ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საკითხებს.