აჭარის ტურისტული შესაძლებლობები პრაღის საერთაშორისო გამოფენაზე
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები ჩეხეთში, პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.
გამოფენაზე ბათუმის და ზოგადად, საქართველოს როგორც ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულების მიმართ დაინტერესება მაღალია, რასაც ხელს უწყობს ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნება და ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი რეისების არსებობა.
გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართა ჩეხეთის ტურიზმის დეპარტამენტის, ტურ-ოპერატორების ასოციაციას, მედია ასოციაციისა და ჩეხეთის ტურიზმის გაერთიანების ხელმძღვანელებთან.
გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდს საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე და ჩეხეთის ვიცე პრემიერი ივან ბარტოში სტუმრობდნენ.