ელჩის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იან მარიანთან
24 ივლისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იან მარიანთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ქართული მხარის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას. მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპული უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გავლენა რეგიონის უსაფრთხოებაზე.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შეხვედრის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დაუდასტურა ელჩს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.