Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩი თეა მაისურაძე ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ინდუსტრიის ჰოლდინგს “ჩეხოსლოვაკი გრუფს“ ესტუმრა

საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ ვეფხვია ჩალაბაშვილთან ერთად, გასულ კვირას ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ინდუსტრიის ჰოლდინგის “ჩეხოსლოვაკიის ჯგუფის“ (CZECHOSLOVAK GROUP, CSG) უმსხვილესი საწარმოები მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა „EXCALIBUR ARMY“-ის საწარმოში ქალაქ სტრნბერკში და „TATRA TRUCKS“-ის საწარმოში ქალაქ კოპრივნიცეში.

აღსანიშნავია, რომ „CZECHOSLOVAK GROUP“ წარმოადგენს თავდაცვისა და სამოქალაქო სამრეწველო წარმოების ერთერთ უმსხვილეს ჰოლდინგს ევროპისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.