Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საინფორმაციო სემინარი ჩეხეთის ტურიზმის და მედია ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის

10 ივნისს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართული ავიაკომპანია „Georgian Wings”-ის და მისი პარტნიორი „Aviareps“-ის ორგანიზებით, ჩეხეთის ტურიზმის და მედია ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის, პრაღაში გაიმართა საინფორმაციო სემინარი.
ტურისტული კომპანიების, ადგილობრივი მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების წარმომადგენლებისათვის მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ავიაკომპანია „Georgian Wings”-ის საქმიანობის შესახებ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ, ჩეხეთის ტრანსპორტის სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პეტრ ჩეჩაკმა და „Georgian Wings”-ის პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩი მიესალმა თბილისსა და პრაღას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რაც ავიაკომპანია „Georgian Wings”-ის მიერ მიმდინარე წლის მაისიდან ხორციელდება. ელჩმა ისაუბრა საქართველო-ჩეხეთის მრავალგანზომილებიან პარტნიორობაზე და მის მნიშვნელობაზე. თეა მაისურაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქებს შორის რეგულარული, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის მზარდ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით და ხელს უწყობს, როგორც ეკონომიკური, ისე ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ გაღრმავებას.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, მიეცათ შესაძლებლობა ავიაკომპანია „Georgian Wings”-თან განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.