განვითარების ეროვნული დღე ჩეხეთში
25 აპრილს, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და პრეზიდენტ პეტრ პაველის მონაწილეობით, პირველად აღინიშნა განვითარების ეროვნული დღე (National Development Day).
საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩეხეთის დახმარების ბენეფიციარი ქვეყნებისთვის მოეწყო ეროვნული სტენდები, რომლებიც საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი დამთვალიერებლებისთვის. საქართველოს საელჩოს სივრცეში წარმოდგენილი იყო ქვეყნის კულტურის და ტურისტული ღირშესანიშნაობების ამსახველი საინფორმაციო მასალა, ასევე სამახსოვრო ნივთები ეროვნული თემატიკით.
განვითარების ეროვნული დღის მიზანს წარმოადგენდა, ჩეხეთის ოფიციალური დახმარების და განვითარების სააგენტოს (Czech Development Agency) შესახებ ცნობადობის გაზრდა და მის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული სამუშაო პროცესის და აქტივობების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება. ჩეხეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ღონისძიების ფარგლებში ისაუბრეს საჯარო, არასამთავრობო, კერძო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ჩეხეთის დახმარება სხვადასხვა ქვეყანაში.