შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან
2023 წლის 13 ივნისს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარეკ ჟენიშეკთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩეხეთის და საქართველოს პარლამენტებს შორის არსებულ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს. ამასთან, განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ მიმართულებით, ქართული მხარის მოლოდინები. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დროულად მინიჭების მნიშვნელობაზე.
დამატებით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკა და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გავლენა რეგიონის უსაფრთხოებაზე.