Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თბილისსა და პრაღას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საინაუგურაციო ღონისძიება

7 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ მონაწილეობა მიიღო პრაღის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ, თბილისსა და პრაღას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საინაუგურაციო ღონისძიებაში.
აღსანიშნავია, რომ 5 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართულმა ავიაკომპანამ - „Georgian wings” დაიწყო თბილისი-პრაღა-თბილისი პირდაპირი რეისების განხორციელება კვირაში ორჯერ სიხშირით.
ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდნენ პრაღის აეროპორტის მმართველი გუნდის, კომპანია - „Georgian wings“, ჩეხეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და თბილისისკენ მიმავალი მგზავრები, ელჩმა ისაუბრა პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით. აღინიშნა, რომ პირდაპირი ფრენები ხელს შუწყობს ტურიზმს, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციებს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა მნიშვნელოვანია ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ჩეხეთან, რომელიც არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ქართული ნაციონალური ცეკვები, სტუმრებმა და მგზავრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და სამზარეულო.