Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 16 წლისთავის ფარგლებში, 24 სექტემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმის - „შინდისი“ ჩვენება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთის ხელისუფლების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, აგრეთვე დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ. თავის გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე, საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგულების და კანონზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის დაცვის აუცილებლობაზე, რასაც უკიდურესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის ხელისუფლების და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოხატა მადლიერება მათი პრინციპული პოზიციისთვის.