Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან

2023 წლის 3 მაისს, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან მარკეტა პეკაროვა ადამოვასთან.
 
საუბარი შეეხო საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ვიზიტების გაცვლის აქტიური დინამიკას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პრაღაში განხორციელებულ ვიზიტის მნიშვნელობას და ასევე, ყურადღება გამახვილდა სლავკოვის ფორმატის პარლამენტების სპიკერების საქართველოში დაგეგმილ ერთობლივ ვიზიტზე, როგორც საქართველოსადმი მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაზე.
 
დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესზე და განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე, მხარეებმა გაცვალეს ხედვები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
 
მარკეტა პეკაროვა ადამოვამ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა და მზადყოფნა გამოხატა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით.