Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო ფორუმი „Future Forces Forum”

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 16-18 ოქტომბერს პრაღაში გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო ფორუმში Future Forces Forum.

საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტი, კობა ოშხერელი და ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და უნგრეთში საქართველოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი გიორგი ჯაჭვაძე.

ფორუმი იმართება ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ჩეხეთის შეიარაღებულ და უსაფრთხოების ძალებთან, ნატო- სტრუქტურებსა და ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან (European Defence Agency-EDA) მჭიდრო თანამშრომლობით. მასში რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის, კიბერ და სამხედრო უსაფრთხოების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების 8000-მდე წარმომადგენელი.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ფორუმის საექსპერტო პანელში, მოინახულა გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი თავდაცვის თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების ნიმუშები და მოლაპარაკებები გამართა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით.