შემოქმედებითი საღამო „საქართველო ემიგრანტი ბავშვების თვალით“
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ჩეხეთის ქართული სათვისტომოს „ივერია“ ხელშეწყობით, 2024 წლის 3 სექტემბერს საქართველოს საელჩოში გაიმართა შემოქმედებითი საღამო „საქართველო ემიგრანტი ბავშვების თვალით“.
საღამოს უძღვებოდა სამხატვრო სკოლის „კერა“ პედაგოგი, მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე, დარეჯან ნოზაძე.
პროექტი მიზნად ისახავდა ჩეხეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების სამშობლოსთან და თანამემამულეებთან კავშირების განმტკიცებას.
ღონისძიების ფარგლებში 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშებმა შექმნეს სამხატვრო ნამუშევრები საქართველოს თემაზე. შემოქმედებითი პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართა ნამუშევრების პრეზენტაცია და მონაწილეთათვის სიგელების გადაცემის ცერემონია.
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ხელოვან დარეჯან ნოზაძეს ინიციატივისთვის, სათვისტომოს „ივერია“ თავმჯდომარეს, მადინა კრიჟოვას თანამშრომლობისთვის და ღონისძიებაში მონაწილე ყველა ბავშვს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლინებისთვის.