ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას სახელით გამართული მიღება
2026 წლის 19 იანვარს, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას სახელით გაიმართა ტრადიციული საახალწლო მიღება პრაღაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისათვის.
ჩეხეთის პარლამენტში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუსლან აბაშიძე.
©Protokol předsedy PSP ČR
