Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გაცნობითი შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იან ლიპავსკისთვან.

2023 წლის 20 ივნისს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იან ლიპავსკისთვან.
 
შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში, ყველა დონეზე, ქვეყნები დინამიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობენ. განსაკუთრებული კმაყოფილება გამოითქვა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდასთან დაკავშირებით.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო დღის წესრიგი. ელჩმა მინისტრს გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით. ამასთან, ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში, ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დროულად მინიჭების მნიშვნელობაზე.
 
დამატებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გავლენას რეგიონის უსაფრთხოებაზე.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.