შეხვედრა ჩეხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ევროპული სექციის გენერალურ დირექტორთან
2023 წლის 1 ივნისს, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ჩეხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ევროპული სექციის გენერალურ დირექტორთან, შტეპან ჩერნისთან.
გენერალურ დირექტორს ელჩმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულებაზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დროულად მინიჭების აუცილებლობაზე. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრას მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში.
დამატებით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.