2023 წლის 10 იანვარს, პრაღს ესტუმრა ქართველი პოეტი და საბავშვო მწერალი ლელა გაბური, რომელმაც საქართველოს საელჩოში გამართა წიგნების „ფითრის ბილიკზე“ და „ჩიტების ანბანი“ პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. პრეზენტაციის დროს, ქალბატონმა ლელა გაბურმა წარადგინა წიგნები და ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე.