საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში

2022 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სიტყვით გამოვიდა პრაღაში, ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის კონფერენციაზე - „Strengthening Resilience and Countering Hybrid Interference”. 

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე - „Bolstering Resilience in Eastern Partnership Countries”, ლაშა დარსალიამ მიმოიხილა საქართველოს უსაფრთხოების გარემო და ყურადღებაა გაამახვილა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებულ ჰიბრიდულ გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გაუარესებულ მდგომარეობაზე.

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal