საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის და დიასპორის წარმომადგენლების შეხვედრა

2022 წლის 29 სექტემბერს, საელჩოში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის და დიასპორის წარმომადგენლების შეხვედრა. შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესებში დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე.  
შეხვედრის ბოლოს გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატისა და იტალიაში მოღვაწე ხელოვანის - გიორგი აფხაზის ცხოვრების ამსახველი ანიმაციური ფილმის ჩვენება და მისი ნამუშევრების გამოფენა.

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal