2022 წლის 20 სექტემბერს, გაიმართა ელჩის მარიამ რაქვიაშვილის შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იაროსლავ კურფურსტთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და დაგეგმილ მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტებს.
ამასთან, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით არსებულ დღის წესრიგზე და ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ქართული მხარის მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებებზე.