საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ვიზიტი კარლოვი-ვარის რეგიონში

2022 წლის 25-26 ივლისს, გაიმართა ელჩის ვიზიტი  კარლოვი-ვარის რეგიონში, რომლის ფარგლებში მარიამ რაქვიაშვილი შეხვდა რეგიონის გუბერნატორს პეტრ კულჰანეკს.  შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობა, ორმხრივი ტურიზმის განვითარება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

შეხვედრა ასევე გაიმართა ქ. კარლოვი ვარის მერთან, ანდრეა პფეფერ ფერკლოვასთან. მხარეებმა ისაუბრეს კარლოვი ვარის, როგორც ცნობილი სპა-კურორტის გამოცდილების გაზიარების  მნიშვნელობაზე და საქართველოს მთის კურორტებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ელჩი, ასევე ეწვია კარლოვი ვარში მდებარე კომპანია Moser Glassworks წარმოებას.

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal