საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოში გაიმართა სტუდენტებთან შეხვედრა

27 მაისს, საქართველოს საელჩოში გაიმართა სტუდენტებთან შეხვედრა, რომლის ფარგლებში ნაჩვენები იყო რეჟისორ დავით ბორჩხაძისა და Metro Production-ის  მოკლემეტრაჟიანი ფილმი Neighbour / მეზობელი. ფილმი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ეხება, რაც სტუდენტებთან დისკუსიის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა.

ფილმმა 2021 წელს, St Andrews Film Festival-ზე გაიმარჯვა საუკეთესო დრამატურგიის და საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალის ნომინაციებში, ხოლო Super Shorts International Film Festival Los Angeles-ზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. გარდა ამისა, New Jersey Independent Film Festival-ზე, ფილმმა, გაიმარჯვა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში.

ფილმის ჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია სტუდენტებთან საქართელოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე და საქართველოს ოკუპაციაზე.

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal