საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლელა ჩიქოვანის შეხვედრა ჩეხეთის სენატის საგარეო, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან პაველ ფიშერთან

2021 წლის 13 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლელა ჩიქოვანის შეხვედრა ჩეხეთის სენატის საგარეო, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან პაველ ფიშერთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ოკუპირებული რეგიონებში არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის თავმჯდომარეს  მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის. სენატორმა პ.ფიშერმა, თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელების მზაობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. 

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal