24-25 იანვარს პრაღაში გაიმართა, სსიპ “აწარმოე საქართველოში” დირექტორის, მიხეილ ხიდურელის ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრები სხვადასხვა ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები.
25 იანვარს, საქართველოს საელჩოსა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, გაიმართა სემინარი “Bussiness Opportunities in Georgia”, სადაც მიხეილ ხიდურელმა გააკეთა პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ასევე, ჩეხურ- ქართული სავაჭრო პალატოს პრეზიდენტმა, ნინო მჭედლიძემ ისაუბრა პალატის აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.
ღონისძიება გახსნეს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ვლადიმერ დლოუჰიმ.
Სემინარს ესწრებოდნენ ჩეხეთის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები.