საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოგესალმებით,

საქართველოსა და ჩეხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 1 იანვარს. არსებულ ორმხრივ კავშირების დიდი სტიმული მისცა საქართველოს საელჩოს გახსნამ პრაღაში 2006 წლის მარტში.

დღესდღეობით საქართველო და ჩეხეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ორი სახელმწიფოს მეგობრული ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩეხეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ, დემოკრატიული განვითარების კუთხით გამოცდილების გაზიარებასთან ერთად.

საქართველოს საელჩოს მიზანია საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და გაძლიერება. ჩვენი მისიის გახსნიდან დღემდე განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, გაცვალეს არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და დამყარდა მნიშვნელოვანი კონტაქტები სხვადასხვა დონეზე. საქართველოს საელჩო აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან, მთავრობასთან, სამინისტროებთან, ფინანსურ, ეკონომიკურ და კულტურულ ინსტიტუტებთან, ასევე წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

საელჩო იქნება ყველა მსურველის განკარგულებაში, რათა მოიპოვოს მეტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ საელჩოს ფეისბუქ გვერდს.

მარიამ რაქვიაშვილი

საქართველოს ელჩი ჩეხეთში

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal