საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

2023 წლის 24 იანვარს, ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იან ლიპავსკისთან.  

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, შეხვედრაზე გაიცვალა საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მისალოცი წერილები, სადაც ხაზგასმულია ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

Occupied Territories of Georgia 

eVISA portal